ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

როგორც ელისაშვილმა დაკითხვაზე შესვლის წინ განაცხადა, გამოძიება მისგან ახალ, დამატებით ინფორმაციას ელოდება.

"გამოძიება ჯერჯერობით ნორმალურად მიდის. დღეს ტელეფონი მოვიტანე, სადაც ისტერიულ მესიჯებს მწერდნენ ხოლმე. მოვედი იმისთვის, რომ გამოძიებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო", - განაცხადა ელისაშვილმა

შეგახსენებთ, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც, ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს.