დეპუტატ გია ვოლკის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებთან დაკავშირებით, დაიკითხნენ.
როგორც ვოლსკი აცხადებს, დეპუტატებს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებთან აღნიშნულ თემაზე შეხვედრა ჰქონდათ.
"არის სქემა, რომელიც ითვალისწინებს დისკრედიტაციას პოლიტიკური ძალის, რომელმაც თავისი საქმიანობა დაიწყო იმით, რომ სამართლიანობის აღდგენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. რამდენადაც ვიცი, უკვე დაიკითხნენ. არ ვიცი რა ფორმა ჰქონდა ამას, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მრავალსაათიანი შეხვედრა ამასთან დაკავშირებით იყო", - განაცხადა ვოლსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა, თუმცა, უშედეგოდ, მისი გვარი ამნისტირებულთა სიიდან, მაშინდელი შს მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე ამოიღეს. "კვირის პალიტრის" ცნობით, ამის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვდნენ.