პატიმართა შეწყალების საკითხზე ეკა ბესელია და მანანა კობახიძე პროკურატურაში იმყოფებოდნენ

პატიმართა შეწყალების საკითხზე ეკა ბესელია და მანანა კობახიძე პროკურატურაში იმყოფებოდნენ

პატიმართა შეწყალების საკითხზე დეპუტატები ეკა ბესელია და მანანა კობახიძე პროკურატურაში იმყოფებოდნენ. საგამოძიებო უწყებას დეპუტატებმა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდეს.

"არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს იქამდე, სანამ პროკურატურა არ დაასრულებს ამ საქმეზე გამოძიებას. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს პროცესს, რომ  ბოლომდე გამოკვლეული იყოს ყველა ფაქტი. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს დეტალები პროცესის შემადგენელია. იმედი მაქვს, რომ გამოძიება მალე დასრულდება და არ გაჭიანურდება. ასე რომ, საპროცესო და ეთიკური წესები დავიცვათ, რომელიც პროცესის დასრულების დალოდებას გულისხმობს. დაინტერესებული ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ფაქტების გამოძება ობიექტურად მოხდეს და ეს განცხადებები გადამოწმდეს. ამის მზაობა მაქვს, მეყოფა გამოცდილება, ნებისყოფა, გამძლეობა და პროფესიული უნარ-ჩვევებიც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე. ყველაფერს გავაკეთებ, საზოგადოებამ დაინახოს, სად არის სიმართლე და შემდეგ შეაფასოს და გააკეთოს დასკვნა რასთან გვაქს საქმე, რა ტიპის პროცესი თუ ავანტიურა არის დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ინფორმაცია - დოკუმენტური მასალა, რაც კომიტეტს გააჩნდა და გააჩნია ამ საქმესთან დაკავშირები პროკურატურას მივეცი. მას ეს დაეხმარება დაინახოს რეალობა", - განაცხადა ბესელიამ.