ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაძლიერება ახალი კონფლიქტების ესკალაციის საფრთხეს ქმნის

ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაძლიერება ახალი კონფლიქტების ესკალაციის საფრთხეს ქმნის

ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაძლიერება და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება ახალი კონფლიქტების შექმნისა და უკვე არსებული კონფლიქტების ესკალაციის საფრთხეს ქმნის. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა რუსეთში აკრედიტირებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"შეშფოთებას იწვევს ნატო-ს სამხედრო პოლიტიკა, რომელიც რუსეთთან მიმართებაში არამეგობრულ ხასიათს ატარებს. ალიანსი სამხედრო გაფართოებისკენ მიმართულ საქმიანობის განაგრძობს და აძლიერებს ბლოკის შეიარაღებული ძალების აქტივობას რუსეთის საზღვრების გასწვრივ", - განაცხადა გერასიმოვმა.