გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი აცხადებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთმა შესაძლოა თურქეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვოს.
ვიტალი ჩურკინის განცხადებით, გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და სუ-24, F-16 ბომბდამშენმა ჩამოაგდო.
ინციდენტის შემდეგ, რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა და რუსეთის ტერიტორიაზე თურქული პროდუქციის შეტანა აკრძალა. რუსეთში თურქული ექსპორტი ყოველწლიურად 1,27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.