"ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი პირი პარიზში ფრანგ მასწავლებელს საკანცელარიო დანით თავს დაესხა. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბიბისი" იტყობინება. ინციდენტი პარიზის ობერვილიეს გარეუბანში მოხდა.
დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, მის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიღბიანი მამაკაცი თავდასხმის დროს "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდა.
მომხდარის გამოძიება კონტრტერორისტულმა პოლიციამ დაიწყო.