ზვიად ქორიძე - თუ გამოძიებას ექნება კითხვები, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამ კითხვებს უპასუხებს

ზვიად ქორიძე - თუ გამოძიებას ექნება კითხვები, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამ კითხვებს უპასუხებს

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე დარწმუნებულია, რომ თუ გამოძიებას ექნება კითხვები, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ კითხვებს უპასუხებს. ამის შესახებ ზვიად ქორიძემ დღეს ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
შეწყალების კომისიის თავმჯომარემ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, რამდენად აქვს ზვიად ქორიძეს ინფორმაცია, საქართველოს პრეზიდენტი არის თუ არა მზად, მისცეს გამოძიებას ჩვენება. შეწყალების კომისიის თავმჯომარემ განაცხადა, რომ ამ საკიხთან დაკავშირებით მას პირადად პრეზიდენტთან საუბარი არ ჰქონია, თუმცა ზვიად ქორიძე დარწმუნებულია, რომ თუ გამოძიებას ექნება კითხვები, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ კითხვებს უპასუხებს. ქორიძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება სწორად წარიმართება და საქმე თაროზე არ დაიდება.
"იმდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე, რომ თუ გამოძიებას ექნება კითხვები, მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამ კითხვებს უპასუხებს. მთავარია გამოძიება წარიმართოს სწორად და მართებულად. ეს საქმე, რომელიც ახლა მთავარმა პროკურატურამ დაიწყო, მართალია ხანგრძლივი პაუზის შემდგომ, მაგრამ დაიწყო, არ დაიდება თაროზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო შეწყალების მექანიზმის სრულყოფისათვის, ან იმისთვის კი არა, რომ არ ხდებოდეს ცალკეული მსჯავრდებულების ცალკეული ფორმით დაიმედება და შემდგომ მათი იმდეგაცრუება, რადგან ასეთი მექნიზმები, როგორც წესი არ მუშაობს, არამედ ზოგადად ქვეყანაში ნორმალური, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. ეს აუცილებლად არის საჭირო. მე მართლა იმედით ვუყურებ გამოძიებას. მე მგონია, რომ ამის უნარი და ძალა, ისევ როგორც ნება, დღეს გამოძიებას ექნება", _ აღნიშნა ზვიად ქორიძემ.