რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის გიორგი ნიჟარაძე და ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ

რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის გიორგი ნიჟარაძე და ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის გიორგი ნიჟარაძე და ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებენ. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის რეგისტრაცია საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და "ბორჯღალოსანთა" ყოფილმა კაპიტანმა, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტულმა დირექტორმა ირაკლი აბუსერიძემ გაიარეს. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა გუშინ დასრულდა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება. გამარჯვებული ქართული რაგბის განვითარებაზე 4 წლით იქნება პასუხისმგებელი.