თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ავტოსაგზაო შემთხვევა პროვინცია ვანში მოხდა , სადაც სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა.
მიკროავტობუსის მგზავრები სტუდენტები და ლექტორები იყვნენ, რომლებიც პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში გამოცდის ჩასაბარებლად მიემგზავრებოდნენ.
ვანის გუბერნატორის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები.