სოფელ ნატანებში გამართული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

სოფელ ნატანებში გამართული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში გამართული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციაზე მოსახლეობა და გაზის კომპანიის წარმომადგენელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  
ინციდენტი სოფელ ნატანებში აქციის დაწყებისთანავე მოხდა. მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანია, რომელიც სოფელ ნატანებში გაზიფიცირების სამუშაოს ატარებს, თავის პირობებს არ ასრულებს. კომპანიის თანამშრომლის თქმით, მათ წლის ბოლომდე აქვთ სამუშაოების დასრულების დრო და აქედან გამომდინარე, ყველაფერი კარგად გაკეთდება.
აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ, რომ წლების განმავლობაში შიდა გზები მოუწესრიგებელია. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ვერ ახერხებს მათ სოფელში შესვლას. 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სოფელ ნატანებში ილია თავაძე ამბობს, რომ სოფელ ნატანებში გზის პრობლემის მოგვარება წელს დაიწყება და მომავალ წლის გაგრძელდება.