ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 21 წლის ილია მანველიშვილი ნაჯახით მოკლეს. თვითმხილველების თქმით, 21 წლის ახალგაზრდა ბრალდებულის ოჯახში იმყოფებოდა. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. შელაპარაკების მიზეზი უცნობია.
მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.