გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციის მონაწილეებმა საბოლოო დოკუმენტის ტექსტი შეათანხმეს

გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციის მონაწილეებმა საბოლოო დოკუმენტის ტექსტი შეათანხმეს

გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციის მონაწილეებმა საბოლოო დოკუმენტის ტექსტი შეათანხმეს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერს" საფრანგეთის მთავრობაში განუცხადეს. 
"ჩვენ შეთანხმების პროექტი გვაქვს. ამჟამად ის ითარგმნება", - განაცხადა წყარომ.
საბოლოო დოკუმენტი მას შემდეგ დამტკიცდება, რაც ტექსტს გაერო-ს 6 ოფიციალურ ენაზე გადათარგმნიან და კონფერენციის მონაწილე ქვეყნების მინისტრები დაუჭერენ მხარს.
დოკუმენტის შემუშავებაში 195 სახელმწიფოს დელეგატი მონაწილეობდა. "როიტერი" აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ საკამათო საკითხად რჩებოდა სათბურის აირების ატმოსფეროში გაფრქვევის მოცულობა, შეზღუდვა და გლობალური დათბობის ტემპერატურის ზღვარი.
პროექტი დაავალდებულებს ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებს, 2020 წლიდან ყოველწლიურად გამოყონ 100 მილიარდი აშშ დოლარი ეკონომიკურად სუსტი ქვეყნების დასახმარებლად კლიმატური ცვლილებების ბრძოლის საკითხში.
ახალი შეთანხმება, რომელიც კიოტოს ოქმს ჩაანაცვლებს, 2020 წელს შევა ძალაში.