ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი - მკაცრად ვგმობ

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი - მკაცრად ვგმობ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმის ფაქტს

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დაული დედოფლისწყაროში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა მომხდარი ფაქტი დაგმო და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება მოითხოვა.
"მკაცრად ვგმობ შეიარაღებულ თავდასხმასა და ძალადობას საქართველოს ოპოზიციური პარტიის - ენმ-ს ოფისზე დედოფლისწყაროში. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება და თავიან უნდა აიცილოს მომავალი ესკალაცია. ასეთი ქმედებები მიუღებელია და ზიანს აყენებს საქართველოს მომავალს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წინ", - განაცხადა ჯოზეფ დაულმა. 
რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოფისი დაცხრილეს. 
აღნიშნულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.