ამერიკა საქართველოს

ამერიკა საქართველოს "იროკეზებს" გადმოსცემს

ამერიკა საქართველოს ორ სამხედრო ვერტმფრენს გადასცემს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ ჟურნალისტებს მთავრობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მთავრობამ აღნიშნული საკითხი მოიწონა.
"ვეტრტმფრენებს მივიღებთ ამერიკული 50 მილიონიანი გრანტის ფარგლებში. ვერტმფრენების ღირებულება 18 მლნ 500 ათასი აშშ დოლარია. ამ ღირებულებაში შედის როგორც ორი ვერტმფრენის, ისე მისი მარაგი ნაწილების და მფრინავების გადამზადების პროცესი. ვერტმფრენებს 2018 წელს კვალიფიციურ მფრინავებთან ერთად მივიღებთ. ისინი იქნება ახალი, ამერიკული "იროკეზის" ტიპის, რომელიც უკვე გვაქვს, თუმცა გაუმჯობესებული ვარიანტია", - აღნიშნა ებრალიძემ.