პარლამენტართა ნაწილი მთავარ პროკურატურას შუამდგომლობით მიმართავს

პარლამენტართა ნაწილი მთავარ პროკურატურას შუამდგომლობით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის წევრების ნაწილი მთავარ პროკურატურას შუამდგომლობით მიმართავს. დოკუმენტში დეპუტატები აღნიშნავენ, რომ 3 ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო ააიპ "თავისუფალი ზონის" სამი წევრი – მირიან დეისაძე, კახაბერ გაბუნია და ნიკოლოზ ნარსია დააკავეს.

მათივე ცნობით, 5 ოქტომბერს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მათ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული პირები დღემდე რჩებიან პატიმრობაში.

დოკუმენტის ხელმომწერი დეპუტატები შუამდგომლობენ ზემოაღნიშნულ პირებს, რათა აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიების სახით შეიცვალოს.

შუამდგომლობას ხელს აწერენ დეპუტატები ნანა ყეინიშვილი, გიორგი ბარამიძე, სერგო რატიანი, ირაკლი ჩიქოვანი, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, გიორგი ცაგარეიშვილი, ფატი ხალვაში, ზვიად ძიძიგური, ნოდარ ებანოიძე, გედევან ფოფხაძე და სხვები.