საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ გაამახვილა ყურადღება.
მთავრობის ხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა პენსიების მომატებასა და მთის კანონის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
"ძალიან მოკლედ ჩამოვთვლი, პენსიები სექტემბრიდან მოიმატებს - მთაში პენსია 216 ლარი გახდება, საქართველოს დანარჩენ ნაწილში 180 ლარი იქნება. მე შევახსენებ ყველას, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ პენსია 100-120 ლარი იყო. დღეს სპეკულირებენ იმით, რომ პენსია 20 ლარით გაიზარდა. 20 ლარით კი არა, 80 ლარით გავზარდეთ პენსია მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. მე ვფიქრობ, რომ მთაში რა შეღავათებიც შემოგვაქვს ეს გაახალისებს და გამოაცოცხლებს იქ არსებულ უნიკალურ რესურსს და შესაძლებელი გახდება ამ პოტენციალის გამოყება. 10 წლის თავზე მთაში ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს შექმნილი, საწარმო უნდა იყოს შექმნილი და ზოგადად, მოსახლეობა გავამაგროთ ადგილზე. იყო შემთხვევა, რომ არაერთმა ოჯახმა დაინტერესება გამოხატა. ვიცი, რომ რაჭაში რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი წამახალისებელი ინიციატივები, რაც მთის კანონის მიღებამ განაპირობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.