პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას სკოლებში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე საუბარი ჰქონდა, განათლების, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრებთან.
„მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ერთი ინფორმაცია, ჩვენ მთავრობის შიგნით გვქონდა არაერთხელ მსჯელობა ამ საკითხზე, ეს შეეხება სკოლებში კვების საკითხს. მე ამაზე მქონდა საუბარი განათლების და სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან, მე ვიცი, რომ სამუშაო შეხვედრა გვქონდათ რამდენჯერმე თქვენ. მინდა გთხოვოთ, რომ საზოგადოებას მიაწოდოთ ინფორმაცია. მთვარი აზრი არის ის, რომ ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გავამკაცროთ უსაფრთხოების ზომები, რომ არცერთი სკოლა არ დარჩეს შემოწმების გარეშე, ეს საკითხი ბატონ ოთარს აქვს კონტროლზე აყვანილი. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად მკაცრი იყოს ზომები, თუ რომელიმე სკოლაში იქნება კვების რაციონის ან კვების ჰიგიენის დარღვევის ფაქტი, ამას პირადად ბატონი დანელია მიხედავს და ბუნებრივია თქვენც ქალბატონო თამარ“, - მიმართა პრემიერმა მინისტრებს.