რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნებისმიერი სამიზნე, რომელიც სირიაში რუს სამხედროებს ემუქრება, უნდა განადგურდეს. თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა "მაქსიმალურად მკაცრი" ქმედებების ბრძანება გასცა.
"მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც შეეცდება ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ რაიმე პროვოკაციის ორგანიზებას - რუსი სამხედროების და ავიაბაზის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომები უკვე მივიღეთ. ნებისმიერი სამიზნე, რომელიც რუსულ დაჯგუფებას ან ჩვენს სახმელეთო ინფრასტრუქტურას ემუქრება, დაუყონებლივ უნდა განადგურდეს", - განაცხადა პუტინმა.