კლიმატური ცვლილებების შესახებ ახალი შეთანხმების მიღება ერთი დღით გადაიდო. "ბიბისის" ინფორმაციით, პარიზში, გაეროს საერთაშორისო კონფერენცია კვლავ გრძელდება.
როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორენ ფაბიუსმა განმარტა, კვლავ გადაუჭრელი რჩება კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული სახელმწიფოებისთვის კომპენსაციის ოდენობის საკითხი.
ახალი შეთანხმება, რომელიც მიმდინარე კონფერენციაზე შემუშავდა, 2020 წელს შევა ძალაში. 27-გვერდიანი დოკუმენტი კიოტოს ოქმს ჩაანაცვლებს, რომელიც ავალდებულებს ქვეყნებს, შეამცირონ სათბურის აირების ატმოსფეროში გაფრქვევის მოცულობა.
გაეროს კლიმატური ცვლილელების კონფერენციაში 147 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს