ფინეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, უცნობმა ვერტმფრენმა, რომელიც რუსეთის მხრიდან მოფრინავდა, ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ფინეთის სასაზღვრო სამსახური ეჭვს გამოთქვამს, რომ ვერტმფრენმა არალეგალურად გადაკვეთა ფინეთ-რუსეთის საზღვარი და ფინეთის საზღვარზე, დაახლოებით 9 კილომეტრის სიგრძეზე შეიჭრა.
მფრინავებს რეაგირება არ მოუხდენიათ ფინეთის საჰაერო ძალების შეტყობინებაზე, მაგრამ ვერტმფრენი რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა. რუსული ვერტმფრენი ფინეთის საჰაერო სივრცეში 6 წუთის მანძილზე იმყოფებოდა.
ინციდენტთან დაკავშირებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთის სასაზღვრო რაიონის წარმომადგენელი, საზღვრის დაცვის რაზმს დაუკავშირდა.