ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ძალები საცეცხლე წვრთნას ატარებენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ძალები საცეცხლე წვრთნას ატარებენ

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ძალები საცეცხლე წვრთნას ატარებენ. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის სამხედრო ადმინისტრაციულ ერთეულში - სამხრეთის სამხედრო ოლქში განაცხადეს. ოლქის პრესსამსახურის ცნობით, რუსი ინსტრუქტორები წვრთნებს სნაიპერებს უტარებენ და მთიან რეგიონში მოქმედებას ასწავლიან.

სამხედრო აქტიურობა შეინიშნება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც, სადაც მთიან რეგიონებში რუსული საოკუპაციო ძალების 600-ზე მეტი სამხედრო ახალ შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკის ათვისებას სწავლობს.