თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, მერიამ გამწვანების ღონისძიებებზე ხარჯები გაზარდა

თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, მერიამ გამწვანების ღონისძიებებზე ხარჯები გაზარდა

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის თანახმად, ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, გამწვანებისთვის 2 მლნ ლარით მეტია განსაზღვრული.

თბილისის მერის ინფორმაციით, დამატებით გამოყოფილი თანხა ვერეს ხეობაში და პარკი მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარეკრეაციო ზონის მოწყობის სამუშაოებზე მიიმართება.

ამასთან, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამას, გარდა ტრანსფერებით მისაღები 5.3 მილიონი ლარისა, დაემატა 1 მილიონი ლარი და 6 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა.