გერმანიაში 1 100 რადიკალი ისლამისტი ცხოვრობს, რომელიც მზად არის ძალადობის აქტები განახორციელოს

გერმანიაში 1 100 რადიკალი ისლამისტი ცხოვრობს, რომელიც მზად არის ძალადობის აქტები განახორციელოს

გერმანიაში 1 100 რადიკალი ისლამისტი ცხოვრობს, რომელიც მზად არის ძალადობის აქტები განახორციელოს, - ამის შესახებ გერმანიის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძრვანელმა ჰანს-გეოირგ მასენმა განაცხადა.

მასენის განმარტებით, აღნიშნულიდან 430 პირი იმდენად საშიშია, რომ ტერორისტული აქტის განხორციელება ნებისმიერ მომენტში შეუძლია.

როგორც გერმანული მედია იტყობინება, ე.წ. სალაფიტების მზარდი რაოდენობა კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის შეშფოთებას იწვევს.

"ამჟამად გერმანიაში დაახლოებით 8 350 სალაფიტი ცხოვრობს. მათი რაოდენობა ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. სექტემბრის ბოლოს მათი რიცხვი მხოლოდ 7 900 იყო", - განაცხადა მასენმა.

მისი ცნობით, რადიკალები ახალი წევრების გადაბირებას გერმანიაში გახსნილ ლტოლვილთა ბანაკებში ცდილობენ. ჰანს-გეოირგ მასენმა მოუწოდა ქვეყანაში ჩასულ მიგრანტებს, პოტენციურ ტერორისტებზე ინფორმაცია შესაბამის უწყებებს მიაწოდონ.