საქართველოს კონტროლის პალატამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს პოლიტიკურ დაფინანსებასთან დაკავშირებული გამოძიების პროცესში

საქართველოს კონტროლის პალატამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს პოლიტიკურ დაფინანსებასთან დაკავშირებული გამოძიების პროცესში

საქართველოს კონტროლის პალატამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს იმ გამოძიების პროცესში, რომელსაც ის პოლიტიკურ დაფინანსებასთან დაკავშირებით აწარმოებს.

ხვას მთელი საქართველოს მასAmnesty International-ი შეშფოთებულია, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების წევრთა და მხარდამჭერთა საყოველთაო დაკითშტაბით თან ახლავს ცნობები ოპოზიციისადმი სიმპათიით განწყობილი ადამიანების იურიდიული გარანტიების დარღვევისა და მათი დაშინების შესახებ.


11 მარტიდან, საქართველოს კონტროლის პალატამ (სახელმწიფო აუდიტორულმა სააგენტომ, რომელსაც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი ევალება) სხვადასხვა რეგიონში, დიდწილად დასავლეთ საქართველოში, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში დაკითხვის მიზნით ასზე მეტი ადამიანი გამოიძახა.

სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციის თანახმად, ოპერაციის მიზანი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში შესაძლო დარღვევების გამოძიებაა – პარტიების მიერ წარმოდგენილი ფინანსური დეკლარაცების და რეგიონებში მათ მიერ ფინანსების რეალური ხარჯვის შედარების საფუძველზე. დაკითხვაზე, მხოლოდ ის ფიზიკური პირები დაიბარეს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მთავარ ოპოზიციურ მოძრაობასთან „ქართული ოცნება“, კოალიციასთან, რომელიც რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა უფლებამოსილია „მოითხოვოს პოლიტიკური პარტიების, ადმინისტრაციული ორგანოებისა და კომერციული ბანკებისგან პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია“. მას შეუძლია ასევე

„მოითხოვოს ინფორმაცია გადაცემული ან მიღებული ქონების წარმომავლობის შესახებ“ „პირებისგან, რომლებსაც დეკლარირებული აქვთ პოლიტიკური ან საარჩევნო მიზნები და ამოცანები“ ან პირებისგან, რომლებიც მათთან დაკავშირებულნი არიან.

ათობით ადამიანმა მიიღო უწყისი კონტროლის პალატისგან: მათ სააგენტოს წარმომადგენლებთან გამოცხადებას სთხოვდნენ. დაბარებულ პირებს შორის ოპოზიციური პარტიის წევრები და მათი ცნობილი მხარდამჭერები იყვნენ; არსებული ინფორმაციით, კანონის დარღვევით, სააგენტომ დაკითხვაზე ის პირებიც დაიბარა, რომლებსაც პოლიტიკური კუთვნილება არ აქვთ, თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერებად მოიაზრებიან.

არსებული ინფორმაციით, ოპოზიიციის მხარდამჭერების და სხვა უპარტიო პირების დაკითხვის პროცესი მრავალრიცხოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა: მათ უარს ეუბნებოდნენ ადვოკატის მომსახურებაზე, რაც მათ კანონით ეკუთვნით.

მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წევრების და მათი სავარაუდო მხარდამჭერების შერჩევითი შემოწმება, მანერა, რომლთაც ბევრი ეს შემოწმება განხორციელდა, დასმული შეკითხვების ხიასიათი და დაკითხვებზე გამოძახებული ადამიანების რაოდენობა იმის ვარაუდს აჩენს, რომ ოპერაცია პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი მიზანი ოპოზიციური პარტიისადმი სიმპათიით განწყობილი არსებული და პოტენციური მხარდამჭერების დაშინებაა.

Amnesty International-მა მიიღო რამდენიმე შეტყობინება იმის შესახებ, რომ ეს შემოწმება ხშირად მიმდინარეობს აგრესიულ მანერაში, პოლიციის სერიოზული წარმომადგენლობის ზედამხედველობის ქვეშ; ადამიანებს ჩხრეკენ და კითხავენ მათ პერსონალურ პოლიტიკურ შეხედულებებსა და აქტივობებზე, იმ ფონზე, როდესაც ხშირად არ აძლევენ ადვოკატის ყოლის უფლებას. როგორც გამოძახებული პირების, ასევე მათი ადვოკატების ცნობით, დაკითხვები ჩვეულებრივ ფოკუსირებულია მათ პოლიტიკურ შეხედულებებთან და აქტივობებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე, და არა ფინანსურ ოპერაციებზე, რომლებშიც ისინი შეიძლება მონაწილეობდნენ. გიორგი ჩიკაბერიძემ, ადვოკატმა, რომელიც ქუთაისში, კონტროლის პალატის მიერ დასაკითხად გამოძახებულ ოთხ პირს წარმოადგენდა, Amnesty International-ს განუცხადა, რომ მის არცერთ კლიენტს არ განუმარტეს არაფერი რაიმე ეჭვთან, შესაძლო უკანონო ქმედებასთან ან კანონდარღვასთან დაკავშირებით, რაც დაადასტურებდა მათი გამოძახების აუცილებლობას.

არსებული ინფორმაციით, დაკითხვის დრო საშუალოდ ორ საათს გრძელდებოდა და ადამიანებს მუდმივად ერთსა და იმავე შეკითხვებს უსვამდნენ. რამდენიმე, განსაკუთრებით ადვოკატის გარეშე დაკითხული ადამიანი ამტკიცებს, რომ მათ აშინებდნენ და ემუქრებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ერთი ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მას ემუქრებოდნენ და აიძულეს დაკითხვის ოთახი დაეტოვებინა.

ქუთაისის „რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი თეონა ფხაკაძე, რომელიც 19 წლისაა, იუწყება: „… მე მკითხეს ის, თუ როგორ და რატომ ვმონაწილეობ ახალგაზრდული ფრთის პოლიტიკურ აქტივობებში; რამდენჯერ ვიყავი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინაში თბილისში; მოვაწერე თუ არა ხელი ან ხომ არ ვაგროვებდი ხელმოწერებს პეტიციებზე ოპოზიციური პარტიების სახელით… როდესაც მე ვიკითხე, თუ რატომ გამომიძახეს დაკითხვაზე მათ მიპასუხეს, რომ განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს“.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრს საგარეჯოდან, მუბარიზ მამედოვს, რომელიც საქართველოს მოქალაქე და ეთნიკური აზერბაიჯანელია, 12 მარტს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შენობაში სამი საათის განმავლობაში კითხავდნენ. მან Amnesty International-ს განუცხადა: „მე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში გამომიძახეს, რომელიც პოლიციელებით იყო გარშემორტყმული. ისინი სულ იმას მეკითხებოდნენ, ვის ვუჭერ მხარს არჩევნებში და რა ტიპის აქტივობებში ვარ ჩართული, როგორც ოპოზიციური პარტიის წევრი. ბოლოსკენ, როდესაც დაკითხვის პროცესი სულ უფრო დაიძაბა, მათ მითხრეს ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან ეთნიკური აზერბაიჯანელი ვარ და რომ ახალი მთავრობის პირობებში მე ქვეყნიდან გამაძევებდნენ“.

Amnesty International-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ის, რომ საქართველოს კონტროლის პალატის გამოძიება კანონის ფარგლებში და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარიმართოს.

ოპოზიციური პარტიების წევრების და სავარაუდო მხარდამჭერების საყოველთაო გამოძახება ისეთ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომელიც მათ პოლიტიკურ სიმპათიებს და აქტივობებს ეხება დამთრგუნველ ეფექტს ქმნის და არსებობს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული უფლებების შელახვის რისკი.

Amnesty International-ი მოუწოდებს კონტროლის პალატას და საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ის, რომ უფლებამოსილება, რომლითაც კონტროლის პალატაა აღჭურვილი დაკითხოს ცალკეული პირები, გამოყენებულ იქნება მიზნობრივად და კანონის ფარგლებში; დაკითხვა წარიმართება ადამიანის უფლებების სრული პატივისცემით და დაკითხვაზე მიწვეულ პირებს ექნებათ სრული ხელმისაწვდომობა ადვოკატის მომსახურებაზე, მათი არჩევანისამებრ.
foreignpress.ge