კახა კალაძემ და ალექსეი მილერმა ირანული გაზის საკითხზეც ისაუბრეს

კახა კალაძემ და ალექსეი მილერმა ირანული გაზის საკითხზეც ისაუბრეს

"გაზპრომის" ხელმძღვანელის ალექსეი მილერის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან კახა კალაძესთან შეხვედრაზე ირანულ გაზზეც იყო საუბარი.

როგორც მილერმა სააგენტო "ტასს" შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, "გაზპრომი" და ირანი სომხეთში გაზის მიწოდების შემთხვევაში, გაცვლითი ოპერაციების საკითხს ამუშავებენ.

"ჩვენ ამ თემას შევეხეთ. დღეისთვის ირანელ კოლეგებთან გაცვლით ოპერაციებს ვამუშავებთ", - განაცხადა მილერმა, კითხვის საპასუხოდ, განიხილებოდა თუ არა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრაზე, ირანიდან სომხეთში გაზის მიწოდების საკითხი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "გაზპრომის" ხელმძღვანელს ალექსეი მილერს ლუქსემბურგში 8 დეკემბერს შეხვდა.