"ბრენთის" მარკის ნავთობის ფასი 2009 წლის მინიმუმამდე დაეცა და ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად, ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 39,88 აშშ დოლარი შეადგინა.
"WTI" მარკის ნავთობის ფასი კი ნიუ-იორკის ბირჟაზე ბარელზე 36,9 დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ნავთობზე ფასების კლებას "ოპეკ"-ის შეხვედრას უკავშირებენ, რომელიც გასულ პარასკევს გაიმართა. წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაც ფასების შენარჩუნებას გამოიწვევდა.