საქართველოს მოსახლეობის დამწუხრებული და შეშინებული გამომეტყველება საქართველოში ტურიზმის განვითრების შემაფერხებელ მიზეზად იქცა. როგორც ჩანს ეს აფრთხობს და აშინებს ტურისტებს და უარყოფითად მოქმედებს საქრთველოს ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯზე. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა რუსეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ! აბა რუსები რას იფიქრებენ ჩვენზე ასე გაუღიმარსა და უკბილოებს რომ გადვინახავენ! სწორედ ამით აიხსნება ეს მორიგი „გიგანტური“ იდეა – მსახლეობისათვის კბილების ჩასმისა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, აჭარაში მთების მოჭრის, კახეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის, კოლხეთის ჭაობების დაშრობის, ქალაქის „ლაზიკას“ მშენებლობის „გიგანტური“ იდეების შემდეგ მოუვიდა თავში. იდეა ნამდვილად გიგანტურია, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულა 1 670 606 უმწეო ადამიანი. თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ ყველა უმწეო ადამიანს შიმშილსა და გამხმარი პური ღეჭვის გამო 3 კბილი მაინც აკლია და ერთი კბილის ჩასმა მინიმუმ 100 ლარი მაინც ჯდება, ამ გიგანტური იდეის განხორციელებას მინიმუმ 500 მილიონი ლარი მაინც დასჭირდება, რაც საქართველოს მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე არარეალურია. ამიტომ გვაქვს ეჭვი, რომ ეს პროექტი მხოლოდ „ნაციონალური“ მოძრაობის უკბილო აქტივისტებისთივსაა განსაზღვრული, რაც უსამართლობაა და არღვევს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას“. გამომდინარე აქედან საქართველოს მწვანეთა პარტია გთავაზობთ: მოსახლეობის გაღიმების შედარებით იაფ მეთოდს „მხიარული გაზის“ (აზოტის ქვეჟანგი – შეუცვლელი საშუალება შეშინებული და პანიკაში მყოფი ადამიანების გასამხიარულებლად) გამოყენებას. გაუშვით ეს გაზი მოსახლეობაში (რისი დიდი გამოცდილება გაქვთ) და ჩვენ ყვალა ბედნიერი და გაღიმებულები ვივლით. რაც ტურზმის განვითარებას და სააკაშვილის საერთაშორისო დონეზე (განსაკუთრებით რუსეთში) გაპიარებას შეუწყობს ხელს! P.S. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ქვეყანას გაუნათლებელი ხელისუფლება ყავს, თორემ ვიქტორ ჰიუგოს რომანი „კაცი რომელიც იცინის“ წაკითხული რომ ჰქონდეთ აუცილებლად გამოიყენებდენ რომანში აღწერილ ადამიანის მუდმივად გაღიმების მეთოდს – პირის ყბებამდე ახევას, რასაც ჩვენი „გამჭირვალე“ პოლიცია სიამოვნებით განახორციელებდა, განსაკუთრებით დაუცველი მოსახლეობისა და რეალური ოპოზიციის მიმართ. |