მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა ქუთაისში აქცია გამართეს

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა ქუთაისში აქცია გამართეს

ქუთაისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს. 
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი ძირითადი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე რეგისტრაცია არ აკრძალოს.
"ვაპირებთ გამაფრთხილებელი აქციები გავმართოთ მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევთ. თუკი ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ", - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება.