ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა. ქვეყნის პირველი პირის ბრძანებულებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 დეკემბრის #378 ბრძანებულებით "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ", საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, დაბადებულს 1967 წლის 21 დეკემბერს", - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.