მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასარეგულირებლად და რეგიონში მშვიდობის მისაღწევად, საჭიროა ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების სრული გათავისუფლება. ამის შესახებ აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ ერთ-ერთი უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აზერბაიჯანული მედის ინფორმაციით, დავუთოღლუმ მოუწოდა სომხეთს, "გაათავისუფლოს მიწები, რომელიც მას არ ეკუთვნის".
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირების საკითხში თურქეთი აზერბაიჯანს დახმარებას ყოველთვის გაუწევს.
"აზერბაიჯანული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით იქნება", - განაცხადა დავუთოღლუმ.