მთიანი ყარაბაღის ზონაში მორიგ შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა , გუშინ მოწინააღმდეგის შეიარაღებულმა ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანულ პოზიციებს შეუტიეს, თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ თავდასხმა მოიგერია.
"სომხურმა მხარემ დიდი დანაკარგი განიცადა. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება", - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
თავის მხრივ, მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა დივერსიულმა ჯგუფმა სომხურ პოზიციებს შეუტია. ორხმრივი სროლის შედეგად დაიღუპა სამხედრო მოსამსახურე, 1995 წელს დაბადებული ერიკ გრიგორიანი.