ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია აპირებს თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, მისი თქმით, ამაში გასაკვირი არაფერია.
„იცით, რომ კოალიცია, პარტია „ქართული ოცნება“ ამ ადამიანის მიერ არის დაფუძნებული და ის, რომ ამ ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება, დაბრუნდეს პოლიტიკაში, გასაკვირი არ არის. თუმცა, მე ბატონი ბიძინას მაგივრად გამიჭირდება რაიმე კონკრეტული პასუხი გავცე ამ შეკითხვას“, - განაცხადა კალაძემ.