ვიცე-პრემიერ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობას ელექტროენერგია უწყვეტ 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.
როგორც კალაძე აცხადებს, გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ გარკვეული ქაოსი შეეტანათ მოსახლეობაში, რომ ელექტროენერგია გრაფიკით იქნებოდა მიწოდებული, თუმცა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.
„ზამთართან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კომპანიებმა ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჩაატარეს. გარკვეული ადამიანების დაჯგუფება ცდილობდა გარკვეული ქაოსი შემოეტანათ, რომ თითქოს ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით იქნებოდა ქვეყანაში. მინდა მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ ეს არის სიცრუე - არანაირი გრაფიკი არ იქნება. ელექტროენერგია ჩვეულებრივად, უწყვეტ 24-საათიან რეჟიმში იქნება მოსახლეობისთვის მიწოდებული. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება“, - განაცხადა კალაძემ.