რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვის განცხადებით, თურქეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები და პირადად პრეზიდენტი ერდორანი ნავთობის უკანონო მოპოვება-გადაზიდვაში არიან გარეულები.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეგიონში ბანდიტების და თურქეთის ელიტის წარმომადგენლების ერთიანი ჯგუფი მოქმედებს.
„ნავთობის კანონიერი მფლობელების, სირიის და ერაყის მოპარული ნავთობის ძირითადი მომხმარებელი არის თურქეთი. მოწოდებული მონაცემებით, ამ დანაშაულებრივ ბიზნესში თურქეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პრეზიდენტი ერდოღანი და მისი იჯახია გარეული. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ტერორისებისთვის „კოჭის გაგორება“ სარფთხის შემცველია. რეგიონში ბანდიტების და თურქეთის ელიტის წარმომადგენლების ერთიანი ჯგუფი მოქმედებს. ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა შემოდის თურქეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
რუსეთის გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსის სერგეი რუდსკოის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ ნავთობის ერაყიდან და სირიიდან თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების 3 ძირითადი მარშრუტი გამოავლინა.