"კომუნიკეს მეშვეობით კიდევ უფრო დავუახლოვდით ალიანსს"

უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ნატო-ს კომუნიკემ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, კიდევ უფრო დააახლოვა.

კვაჭანტირაძის განცხადებით, აღნიშნული კომუნიკეს მეშვეობით, საქართველომ მიიღო დამატებითი გარანტიები, რომ ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.

"ჩვენ ველოდით ასე ძალიან დადებით კომუნიკეს, ასეთ ხმამაღალ განცხადებებს, მაგრამ არა ასე სწრაფად. როგორც ჩანს, გარკვეული კორექტივები რეგიონში და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს შეაქვს. ჩვენ ამ კომუნიკეთი კიდევ უფრო დავუახლოვდით აღნიშნულ ორგანიზაციას და ნატო-ს მხრიდან მივიღეთ დამატებითი გარანტიები, იმის თაობაზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი", - აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.