"ნატო-მ აღიარა, საქართველოს, პრაქტიკულ ნაწილში, ყველა ინსტრუმენტი გააჩნია"

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნატო-მ აღიარა, რომ საქართველოს პრაქტიკულ ნაწილში, ალიანსში წევრობისთვის ყველაფერი გააჩნია.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ახლა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა აკლია, რომელიც MAP-ში და გაწევრიანებაში უნდა გამოიხატოს.

"ნატო-მ ფაქტობრივად პირდაპირ აღიარა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ალიანსში წევრობისთვის, საქართველოს პრაქტიკულ ნაწილში, ყველა ინსტრუმენტი გააჩნია. ეს იმის ხაზგასმაა, რომ საქართველო გაწევრიანების გზაზე, თავისი რეფორმებით და პროგრესული ნაბიჯებით, საკმაოდ წინ არის. ჩვენ გვაკლია ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც MAP-ში და გაწევრიანებაში უნდა გამოიხატოს. ამას შესაბამისი საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობა სჭირდება, რომლისთვისაც ჩვენი ხელისუფლება, მაქსიმუმს გააკეთებს", - განაცხადა სესიაშვილმა.