ნატო-ს კომუნიკეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კომუნიკეში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, MAP-ი რჩება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოხატულებად და არა ინსტრუმენტად, რომელმაც საქართველო ნატო-ში უნდა გააწევრიანოს.
"კომუნიკეში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ საქართველოს გააჩნია ყველა აუცილებელი იარაღი იმისათვის, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გაწევრიანების გეგმა ე.წ. MAP-ი რჩება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოხატულებად და არა ინსტრუმენტად, რომელმაც საქართველო ნატო-ში უნდა გააწევრიანოს. ის პაკეტი, რომელიც ნატო-სთან უკვე გაგვაჩნია და დამატებითი კომპონენტები, რომელიც ვარშავის სამიტამდე კიდევ იქნება შეთანხმებული, მთლიანად გვაძლევს საშუალებას, რომ დამატებითი ტექნიკური ნაბიჯების გარეშე, საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.