მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვაზე ზაქარია ქუცნაშვილი მივიდა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვაზე ზაქარია ქუცნაშვილი მივიდა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვაზე დასასწრებად, საქალაქო სასამართლოში უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი მივიდა.

საქმე ეხება გირგვლიანის საქმეს, სადაც ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ქუცნაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ მას საქმის მიმდინარეობა აინტერესებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუცნაშვილმა განუცხადა, იგი დაინტერესებულია საქმის მასალებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებობს. მისივე თქმით, უკანონობად მიაჩნია გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლება და შეწყალება და ხედავს, რომ უკანონობას დღესაც აქვს ადგილი. ქუცნაშვილის თქმით, იგი არა როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი, არამედ, როგორც მოქალაქე ესწრება სხდომას.