„რუსეთის ინტერესია არა კონფრონტაცია, არამედ თანამშრომლობა ნატო-სთან“

„რუსეთის ინტერესია არა კონფრონტაცია, არამედ თანამშრომლობა ნატო-სთან“

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის ინტერესს წარმოადგენს ალიანსთან თანამშრომლობა და არა მის წინააღმდეგ კონფრონტაციაში ჩაბმა.

ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

კითხვაზე, როგორ აპირებს ნატო რუსეთთან დაბალანსებული სიტუაციის შენარჩუნებას, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსს რუსეთთან კონსტრუქციული, თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სურს, რაც თავად რუსეთისთვის არის ხელსაყრელი.

„რაც შეეხება რუსეთთან დიალოგის თავშეკავების საკითხს, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი და მივიღეთ სერიოზული სიგნალი მოკავშირეებისგან, რომ გაძლიერებული თავდაცვა და პოლიტიკური დიალოგი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ჩვენ ვრჩებით ძლიერები, უზრუნველვყოფთ თავშეკავებულობას და სწორედ ეს გვაძლევს პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობის საშუალებას. ჩვენ ვაძლიერებთ კოლექტიურ თავდაცვას, ვაძლიერებთ ჩვენს ძალებს. ამასთან, ჩვენ ვიღწვით რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ, რომელიც თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული და რუსეთის ინტერესია, არა კონფრონტაცია, არამედ თანამშრომლობა ნატო-სთან. მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური თანამშრომლობა უნდა იყოს დაფუძნებული ძალაზე და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ ერთსაც და მეორესაც“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.