„ნატო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს წვლილს სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციებში“

„ნატო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს წვლილს სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციებში“

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები მაღალ შეფასებას აძლევენ, საქართველოს წვლილს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების მიერ წარმოებულ ოპერაციებში.

ამის შესახებ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო მოუწოდებს საქართველოს, შეინარჩუნოს იმპულსი საერთო რეფორმირებისკენ მიმართულ ძალისხმევებში.

„ნატო აღიარებს საქართველოს ძალისხმევებს დემოკრატიის გაძლიერების, მათ შორის, სასამართლო სისტემისა და სპეცსამსახურების რეფორმირების, სამხედრო ძალებისა და თავდაცვითი სტრუქტურების მოდერნიზების მხრივ. ვითვალისწინებთ რა მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის სფეროში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მოვუწოდებთ საქართველოს, შეინარჩუნოს იმპულსი საერთო რეფორმირებისკენ მიმართულ ძალისხმევებში, რაშიც ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მხადრაჭერას. ნატო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს, ასევე, ქართველი ხალხის მიერ შეტანილ წვლილს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებსა და ავღანეთში ჩვენ მიერ წარმოებულ ოპერაციებში", - ნათქვამია კომუნიკეში.