"ძველი პროკურორების გადაცდომების საქმეებს შესაბამისი დეპარტამენტი აქტიურად იკვლევს"

მთავარი პროკურორი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გაფართოებას გეგმავს.

როგორც ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ განუცხადა, სწორედ აღნიშნული დეპარტამენტი იძიებს ძველი პროკურორების გადაცდომის საქმეებს.

"საქართველოს პროკურატურაში შექმნილია სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც ძველი პროკურორების გადაცდომების საქმეებზე გამოძიებას აქტიურად აწარმოებს. ჩემი სამომავლო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტად დავასახელე, რომ ვაპირებ ამ დეპარტამენტის რიცხოვნობის გაზრდას. სწორედ ეს დეპარტამენტი უზრუნველყოფს თითოეული საჩივრის განხილვას და გამოძიების ჩატარებას", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.