თურქეთის უსაფრთხოება ნატო-ს პრიორიტეტია. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსი თურქეთის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ზომებს მიიღებს.
სტოლტენბერგის ინფორმაციით, ნატო თურქეთის ინჯირლიკის ავიაბაზაზე დამატებით სამხედრო-საჰაერო ძალებს, დანია კი, თურქეთის სანაპიროებთან ხომალდს გაგზავნის.
სტოლტენბერგის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თურქეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართულ დოკუმენტზე მუშაობს.