მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მიიწვიეს. ინფორმაცია ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგში გაავრცელა.
"საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და მიიწვიეს მონტენეგრო, გახდეს ალიანსის 29-ე წევრი. ვულოცავთ მონტენეგროს ხელისუფლებას და მოსახლეობას" , - ნათქვამია განცხადებაში.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალზე მიიღეს.