ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, იგი ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას აპირებს.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო აპირებს, გაფართოების პერსპექტივების შესახებ, ახალი განცხადების გაკეთებას, სადაც საქართველოც იქნება მოხსენებული.
„ვაპირებთ, განცხადება გავაკეთოთ ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, კერძოდ კი, საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, თუმცა, დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა, რადგან, მისი თქმით, განცხადების შინაარსი ჯერ კიდევ განიხილება.