პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების კომისარს იოჰანეს ჰანს პირისპირ შეხვდა.
როგორც "პირWელს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციის და ვიზალიბერალიზაციის პროცესს შეეხო. მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტი და ევროკომისარი ამ წუთებში დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს ხვდებიან.