საფრანგეთმა სირიაში

საფრანგეთმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" საწვრთნელი ბანაკი დაბომბა

საფრანგეთმა სირიის ქალაქ რაყაზე ახალი იერიშები მიიტანა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, დაიბომბა "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები, განადგრებულია სამეთაურო პუნქტი და ისლამისტების საწვრთნელი ბანაკი. ფრანგულმა ავიაციამ ტერორისტების პოზიციები რაყაში გუშინაც გაანადგურა.

შაბათს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ საფრანგეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას პარიზის ტერაქტების მიუხედავად გააგრძელებს.