ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის შენობის აღდგენის დასრულება ნოემბრისთვის იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო "რესს" მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა უკტამ მამატკულოვმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დე-ფაქტო პარლამენტის შენობაში სამუშაოები გასული წლის აპრილში დაიწყო.
"ამჟამად მიმდინარეობს შენობის გადახურვა. მთავრდება გათბობის, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების სისტემის მომზადება", - განაცხადა მამატკულოვმა.
შენობის რეკონსტრუქცია მოსკოვის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ღირებულება 230 მილიონი რუბლია.