საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ქართული მართვის მოწმობის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ქართული მართვის მოწმობის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეზე გაასაღა ყალბი ქართული მართვის მოწმობა.

საგამოძიებო სამსახური დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362- მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით.

სპიკერი- მარიამ მახარაძე- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი

https://we.tl/t-zcSsu482AG