საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმესთან დაკავშირებულ პროცესზე დასასწრებად სასამართლოში მივიდა, შენობაში არ უშვებენ.
აღნიშნულის მიზეზი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არქონაა. ზურაბიშვილმა მანდატურის სამსახურის თანამშრომელს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტო ანახა, თუმცა მას უშუალოდ მოწმობას სთხოვენ.
„არ მოეწონათ სურათი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა, მას სასამართლოს წარმომადგენლებთან ჰქონდა კომუნიკაცია, თუმცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პირადობოს მოწმობის გარეშე ზურაბიშვილს სასამართლოში შესვლის ნებართვა არ მისცა.
ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ამ წუთებში ელოდება, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მიუტანონ.