მატვეი განაპოლსკი: მედვედევს უყვარს საქართველო, მაგრამ უყვარს რუსულად

მატვეი განაპოლსკი: მედვედევს უყვარს საქართველო, მაგრამ უყვარს რუსულად

პრეზიდენტ სააკაშვილს არ უყვარს მედვედევი, მაგრამ გადაწყვიტა რუსებისთვის ვიზები საერთოდ გააუქმოს. და ისინიც ერთ წამში გაუქმდა.

რუსეთის პრეზიდენტს მედვედევს ძალიან არ უყვარს სააკაშვილი, მაგრამ ძალიან უყვარს და აფასებს ქართველებს.

ამიტომ მან ბრძანა... გამოხატონ რუსეთის სურვილი პასუხად ვიზების გაუქმების შესახებ, მაგრამ ისე, რომ სავიზო რეჟიმი არ გაუქმდეს...

და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა,  ბატონმა ლუკაშევიჩმა განაცხადა:

„კიდევ ერთხელ ხაზგასმი აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვიყავით და კვლავაც ვართ დაინტერესებული რუს და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობების განმტკიცებით. მზად ვართ გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის ურთიერთშეთანხმებულ საფუძველზე. ამისთვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს მყარი სამართლებრივი პირობები, რომელიც უზრუნველყოფდა რუსეთის იმ მოქალაქეების უსაფრთხოებას, რომლებიც საქართველოს ეწვევიან“

ეს ფრაზა დიპლომატიის სახელმძღვანელოებში შევა.

რუსეთი „დაინტერესებულია“.

რუსეეთი „მზადაა“ „ურთიერთშეთანხმებულ საფუძველზე“

მაშ, ასე გააკეთეთ!  ურთიერთშეთანხმებული საფუძველი უკვე არსებობს: საქართველომ ვიზები ხომ უკვე გააუქმა!

მაგრამ შემდეგ: „ამისთვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ....“

და მნიშვნელობა არ აქვს კიდევ რა უნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს - შესაძლოა ქართული ღვინო ყუთით, შესაძლოა ის, რომ სააკაშვილმა უარყოს. ან, წამოყენებული „მყარი სამართლებრივი საფუძველი“.

მნიშვნელოვანია ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საპასუხოდ ვიზების გაუქმების სანაცვლოდ რაღაცას ითხოვს მათგან, ვინც ვიზები უკვე გააუქმა.

სულ ესაა მედვედევი საკუთარი „თავისუფლებით და არათავისუფლებით“, რომელიც ვერ მოხდა და „რეფორმებით“, რომელიც ვერ განხორციელდა. და ახლაც, საკუთარ უკანასკნელ  რევოლუციურ საგარეოპოლიტიკურ ნახტომში, რომლის გამოც ის შეიძლება დაამახსოვდრეთ, ისე, ერთ ადგილზე იდგა მაშინაც, როდესაც ახტა.

მედვედევს არ უყვარს სააკაშვილი, მაგრამ ძალიან უყვარს საქართველო.

ამიტომ, „რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის კავშირების გამყარების“ სახელით, ბრძანა ვიზების გაუქმება „შესთავაზონ“.

ოღონდ ისე, რომ რუსეთში ქართველების ხსენებაც რომ არ იყოს.

_ _ _ _ 

მატვეი განაპოლსკის ბლოგი დღეს, „ეხო მასკვი“-ს  ვებგვერდზე გამოქვეყნდა.